ქალაქ ზუგდიდში, რაიონული საავადმყოფოს ყოფილ ტერიტორიაზე, ახალი
მრავალფუნქციური კვარტალის
მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე
გახდა ცნობილი.
არქიტექტურის სამსახურის უფროსის ეკატერინე თოდუას განმარტებით, 30-35
მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას შპს "ზუგდიდი სიტი"
იგეგმება. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე 2 60-60მ მეტრიანი
კორპუსი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, ადმინისტრაციული და
სასწავლო დაწესებულებები აშენდება.
სხდომაზე ტერიტორიისთვის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის მინიჭების
საკითხს კამათი მოჰყვა. "თავისუფალი დემოკრატების" დეპუტატისლაშა
ფარცვანიას თქმით, მისთვის საკითხის განხილვა საზოგადოებრივი აზრის
მოსმენამდე მიუღებელია. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლემ
სხდომაზე აღნიშნა, რომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა
აქვს და ის საკითხს მხარს ვერ დაუჭერს.
დეპუტატების შენიშვნაზე არქიტექტურის სამსახურის უფროსმა განმარტა,
რომ პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ, საჯარო განხილვები
გაიმართება.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები