საზოგადოება
ვეტერანები ირაკლი შიხიაშვილის გადადგომას მოითხოვენ
ვეტერანები დეპარტამენტის თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის გადადგომას ითხოვენ და მას ამისთვის 10-დღიან ვადას აძლევენ.

განცხადება ამის შესახებ "მებრძოლ პატრიოტთა კავშირის" თავმჯდომარე ემზარ ქვარიანმა და ლაგოდეხის სამხედრო პოლიციის ყოფილმა უფროსმა ტარიელ პაქსაშვილმა გააკეთეს.

ქვარიანის განცხადებით, ირაკლი შიხიაშვილი ვეტერანებს შორის დაპირისპირებას უწყობს ხელს და მათ ნაწილს ანტისახელმწიფოებრივი ძალების მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

"მოვითხოვთ განხორციელდეს ომის ვეტერანთა სოციალური რეაბილიტაცია, გაიზარდოს საარსებო მინიმუმამდე 22 ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდია და მისი გაცემა მოხდეს ყველა ვეტერანზე, ასევე შეწყდეს ასაკობრივი დისკრიმინაცია და განხორციელდეს ვეტერანთა ინტეგრაცია საზოგადოებაში",- განაცხადა ემზარ ქვარიანმა.

ვეტერანმა ემზარ ქვარიანმა შიხიაშვილის ის განცხადებაც გააპროტესტა, სადაც ის აცხადებს, რომ ვეტერანების ერთი ნაწილი უკრაინიდან იმართება.

ვეტერანების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, ასევე მოხდეს ჰოსპიტალის დაფინანსების აღდგენა და მისი ხელშეუხებლობის კანონით განსაზღვრა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.