რეგიონი
ზუგდიდში ტექნოპარკი აშენდება
"თბილისის შემდეგ მეორე ქალაქი, სადაც ტექნოპარკი აშენდება - ზუგდიდი იქნება, უკვე მიმდინარეობს ტერიტორიის შერჩევის პროცესი", - ამის შესახებ გუბერნატორმა სტუდენტებთან საქმიანობის ორწლიანი ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

"ეს არის განვითარების და შესაძლებლობების ახალი კერა, რეგიონს ექნება ტექნოპარკი, სადაც ჩვენი ახალგაზრდები შეძლებენ იდეების რეალიზებას და მომავლისთვის კარგი საქმეების კეთებას" - განაცხადა გუბერნატორმა.

სამეგრელო-ზემო სვანეთში 2016 წელი ახალგაზრდობის წლად ცხადდება. რეგიონში 3 სპორტის სასახლის მშენებლობა იწყება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს რეგიონში მთავრობის საქმიანობის 3 წლის და გუბერნატორის საქმიანობის 2 წლის ანგარიში წარუდგინა. აღნიშნული ანგარიშის თანახმად, სამი წლის განმავლობაში რეგიონში 1 359 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 632 მილიონი ლარი დაიხარჯა, სამუშაოების შესრულების დროს დასაქმდა 9 ათასამდე ადგილობრივი მცხოვრები.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.