რეგიონი
მოვაჭრეთა პროტესტის გამო ზუგდიდის მერიამ ბაზარში დახლების აყრა ვერ შეძლო (ვიდეო)

აქცია იყო რამდენიმე საათის განმავლობაში ზუგდიდის ბაზარში, სადაც ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცველები შევიდნენ და ბაზრის შესასვლელში მდგარი დახლებისა და რკინის კონსტრუქციების დაშლას გეგმავდნენ.

როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, მერიამ ბაზრის ეს ნაწილი იჯარით გადასცა კომპანია "ლონდასტეს", რომელიც ამ ადგილიდან მოვაჭრეების გაყვანას გეგმავს და სწორედ ამ მიზნით იგეგმება 550 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორიაზე კონსტრუქციების დაშლა.

მათი თქმით, სავაჭრო ტერიტორიების დათმობას არ აპირებენ და წინააღმდეგობის შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავენ.

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ მოვაჭრეების შიში უსაფუძვლოა, რადგან მათ არაერთხელ მიიღეს გარანტია, რომ ბაზრიდან მათი გაშვება არ იგეგმება.

ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ნუკრი ესართია განმარტავს, რომ კონსტრუქციების დაშლა ბაზრის ადმინისტრაციის მოთხოვნით იგეგმება. თუმცა ბაზრის ადმინისტრაცია ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონის კანონიერების დადგენის მიზნით სასამართლოში სარჩელი უკვე შეტანილი აქვს და სამართლებრივი პროცესის დასრულებამდე ადმინისტრაცია არაა წინააღმდეგი, ამ ტერიტორიაზე აქამდე არსებული კონსტრუქციები დარჩეს და მოვაჭრეებმა მუშაობა განაგრძონ.

საბოლოოდ, ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ბაზრის ტერიტორია დატოვეს და მხარეებს მოსალაპარაკებლად დრო მისცეს. როგორც ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ნუკრი ესართიამ განმარტა, ისინი გადიან ტერიტორიიდან და კონსტრუქციების დაშლის პროცესი გადაიდო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.