კახეთში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ, წვიმამ და ქარმა გურჯაანის რაიონის ხუთი სოფელი დააზარალა. სეტყვამ და ძლიერმა წვიმამ ვეჯინს, კოლაგს, ბაკურციხესა და კარდენახს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. სტიქიის შედეგად, სახლების პირველი სართული დაიტბორა. განადგურებულია ვენახები და ხეხილის ბაღები, დახოცილია შინაური ფრინველი, დაზიანებულია სახლების სახურავები და სოფლის შიდა გზები, რის გამოც სატრანსპოტო მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხებული იყო.
გუბერნატორის მოადგილე რამდენიმე დაზარალებულ ოჯახში მივიდა და ვითარებას ადგილზე გაცენო. "სტიქიის მასშტაბები არ ჩამოუვარდება 2012 წლის 19 ივლისის სტიქიას. ცენტრალური ხელისუფლების გარეშე წარმოუდგენილია დაზარალებული მოსახლეობის დახმარება", - აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა.
მასალის გამოყენების პირობები