პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი - მინდა პოლიტიკურმა პარტიებმა ადრე დაგეგმონ საარჩევნო კამპანია
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობა აქვთ, 6 თვით ადრე აწარმოონ საარჩევნო კამპანია.

„8 ოქტომბრის ასე ადრე დასახელება არის ჩემი მიზანი, რომ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეთ შესაძლებლობა არა მყისიერად, არამედ 6 თვის განმავლობაში - ბევრად უფრო ადრე, ვიდრე აქამდე ხდებოდა - აწარმოონ საარჩევნო კამპანია, იცოდნენ როდის არის არჩევნების დღე. ხოლო 8 აგვისტოს დასახელება გამომდინარეობდა იმ ხარჯებიდან, რომელიც გასაწევი აქვს ბიუჯეტს ამასთან დაკავშირებით. ხარჯების შემცირებიდან გამომდინარე, ანუ დაფინანსებიდან, რომელიც მიდის თვითონ კომისიებზე, ამის შესაძლებლობა ჩვენი ბიუჯეტისთვის ამ ეტაპზე რთული არის. აქედან გამომდინარე, ამ ხარჯებიდან გამომდინარეობს 8 აგვისტო. რატომ დავასახელე ასე ადრე, რადგან მინდა, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიებმა შესძლონ და დაგეგმონ საარჩევნო კამპანია ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ეს მანამდე ხდებოდა“. - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.