სამამულო ომის გმირ მელიტონ ქანთარიას მონუმენტი თბილისში გაიხსნება
თბილისში, 10 მაისს კიკვიძის სახელობის პარკში მელიტონ ქანთარიას
მონუმენტი დაიდგმება.
"ავტორი მოქანდაკე რომან შეროზია გახლავთ. მონუმენტის დადგმაზე
გადაწყვეტილება თბილისის მერიამ და კულტურის სამინისტრომ მიიღო.
ღონისძიების შესახებ წერილები გავგზავნეთ ვეტერანთა საქმეთა
დეპარტამენტში და მერიაში“, - განაცხადა საერთაშორისო კავშირი
„გამარჯვების მემკვიდრეები“ თავმჯდომარე ოლეგ ჯოლიამ.
მელიტონ ქანთარიას მონუმენტი მისი ძმისშვილის, ბექა ქანთარიას
ორგანიზებით გაიხსნება.
1945 წელს, საბჭოთა კავშირის გმირებმა, უმცროსმა სერჟანტმა მელიტონ
ქანთარიამ და უფროსმა სერჟანტმა მიხაილ ეგოროვმა გამარჯვების დროშა
რაიხსტაგზე აღმართეს.
მასალის გამოყენების პირობები