თბილისში პარლამენტის შენობასთან სასულიერო პირები და მრევლია შეკრებილი. ისინი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 13:00 საათზე პარლამენტთან დაგეგმილ აქციას აპროტესტებენ.
"ეს არის სოდომის ცოდვა და ამორალობა. აქედან გამომდინარე, ვინაიდან, ჩვენ არ გვინდა დავუშვათ ეს ამორალობა და უზნეობა, მრევლი და სასულიერო პირები შევიკირბეთ პარლამენტის შენობის წინ. ვიდრე ისინი უარს არ იტყვიან აქციის გამართავზე, მანადე ჩვენ აქ ვიდგებით, " - აცხადებენ სასულიერო პირები.
მათი განცხადებით ისინი რუსთაველის გამზირზე გუშინ ღამე მივიდნენ და იქამდე დარჩებიან , სანამ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები აქციის გამართავზე უარს აღარ იტყვიან.
პარლამენტის შენობის წინ გამოკრულია დღევანდელი აქციის საწინააღმდეგო ბანერები. პარლამენტის წინ იმყოფება ერთ-ერთი პირი ბესო მიქაბაძეც, რომელიც დღევანდელი შეკრების აკრძალვის მოთხოვნით მესამე დღეა შიმშილობს. მისი თქმით, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია წმინდა ადგილია და მსგავსი აქციის ჩატარება მიუღებელია.
პარლამენტის წინ ხალხის რაოდენობა თანდათან იმატებს.
კინო "რუსთაველთან" და სასტუმრო ”რედიოსნთან” კი, პატრულის რამდენიუმე ასეული თანამშრომელია მობილიზებული.
მასალის გამოყენების პირობები