კონფლიქტისპირა სოფელში მოსწავლეებს ახალი წიგნები გადაეცათ (ვიდეო)
18:59 / 04.06.2016
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის
დირექტორმა და მწერალმა
გიორგი კეკელიძემ მოსწავლეებს 50 - მდე ახალი წიგნი გადასცა.
მწერლის სტუმრობა სოფლის საინიციატივო ჯგუფის „ქალები მშვიდობისა და
განვითარებისთვის“ წარმომადგენლების თხოვნით შედგა.
სოფლის სათემო ცენტრის წარმომადგენლის თამარ ქანთარიას განცხადებით,
ბიბლიოთეკა სახელმწიფო ბალანსზე არ არის და ძირითადად,
შემოწირულობებზეა დამოკიდებული.
„რუსთავი-2“ - დან იყო გადაცემა, სადაც ბატონმა გიორგიმ აღნიშნა, რომ
სათემო ბიბლიოთეკებს დაეხმარებოდა. დავუკავშირდით და დახმარება
ვთხოვეთ „ -განაცხდა მან.
გიორგი კეკელიძის თქმით, ის უკვე სამეგრელოს ორმოცდაათზე მეტ სოფელში
იმყოფებოდა და უახლოეს მომავალში ჩხოროწყუსა და ანაკლიის
ბიბლიოთეკებსაც ესტუმრება.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები