ზუგდიდში ადგილობრივ ბიზნესმენებს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი შეხვდა (ვიდეო)
17:05 / 09.06.2016
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი
ზუგდიდიში ბიზნეს-სექტორის
წარმომადგენლებს შეხვდა. ღონისძიება, რომელსაც 40-მდე ადგილობრივი
კომპანიის წარმომადგენელი დაესწო, შ. მესხიას სასწავლო უნივერსიტეტში
გაიმართა.
სავაჭრო პალატის გუნდმა შეკრებილებს საკუთარი საქმიანობის შესახებ
ინფორმაცია მიაწოდეს. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო
არბიტრაჟს, რომელსაც საქართველოში სავაჭრო პალატა ახორციელებს.
თავის მხრივ მეწარმეებმა ჩიქოვანს ბიზნესში არსებული პრობლემები
გააცნეს. მათი თქმით, წარმოებული საქონლის ექსპორტის თვალსაზრისით,
ექმნებათ ბარიერები, რაც გამარტივებას საჭიროებს, როგორც იურიდიული
ასევე ტექნიკური მიმართულებით.
ცნობისთვის, საქართველოს სავაჭრო პალატა 1960 წელს დაარსდა. მის
საბჭოში 34 ბიზნეს ასოციაციაა გაერთიანებული და ის მთავრობათაშორის
ეკონომიკურ კომისიებშია წარმოდგენილი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები