სააპელაციო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
სააპელაციო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე, ტელეკომპანიის
წილების ქიბარ ხალვაშისთვის
მიკუთვნებასთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება
ძალაში დატოვა.
სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს მოსამართლის
თამაზ ურთმელიძის მიერ 2015 წლის 3 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების
გაუქმებას და საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნებას ითხოვდნენ.
ადვოკატებმა ასევე დააყენეს მოსამართლე შორენა ყაველაშვილის აცილების
შუამდგომლობა, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიას ეს შუამდგომლობა არ
განუხილავს და მხოლოდ განაჩენი გამოაცხადა.
ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას
უზენაეს სასამართლოში აპირებენ.
მასალის გამოყენების პირობები