რეგიონი
დაშლილი პარტია და ურთიერთბრალდებები "დემოკრატიულ მოძრაობაში"(ვიდეო)

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგიტა ბიგვავამ დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საგანგებო ბრიფინგი გამართა. მისი განმარტებით, მან პარტია გუნდთან ერთად დატოვა, რადგან საარჩევნო შტაბის ახლადდანიშნული უფროსი გონერ პაპავა მათთვის მიუღებელია. ამასთან, მისივე თქმით, შტაბის უფროსის დანიშვნა ადგილობრივ აქტივთან შეუთანხმებლად მოხდა. პარტიის ადგილობრივი ოფისის უკვე ყოფილი ხელმძღვანელის მტკიცებით ადგილზე პარტია დაიშალა.

"პაპავას სახელი პოლიტიკურ მერყეობასთან და ინტრიგებთან არის დაკავშირებული. ის თავის დროზე იყო "ნაცმოძრაობის" აქტიური წევრი, შემდეგ კი "ქართულ ოცნების" საარჩევნო შტაბში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურანტი. ის ასევე განათლების რესურსცენტრიდან ფინანსური და სხვა დარღვევების გამო გაათავისუფლეს", - აღნიშნა მან.

ბიგვავას ბრალდებებზე გონერ პაპავამ კომენტარის გაკეთება არ ისურვა, რადგან, მისი თქმით, ის ბიგვავას არ იცნობს.

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში კი ადგილობრივი ორგანიზაციის უკვე ყოფილ ხელმძღვანელის ბრალდებებს ბრალდებებითვე უპასუხეს. აქ აცხადებენ, რომ ბიგვავას პარტია საკუთარი სურვილით არ დაუტოვებია და ის დაკავებული თანამდებობიდან პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.

"გვქონდა ინფორმაცია, რომ მას კავშირი ჰქონდა "ქართულ ოცნებასთან" და რაც ყველაზე მეტად მიუღებელია "ნაციონალებთან". ასევე,მან მოითხოვა რომ ცესკო-ში ჩვენს წარმომადგენლად მისი მეუღლე დაგვენიშნა, რაც ჩვენს ეჭვებს უფრო ამყარებს, რომ მას ჩვენი ხმების გაყალბება სურდა ", - აღნიშნა პარტიის რეგიონალური სამსახურის მთავრი საბჭოს წევრმა მამუკა აჩბამ.

თავის მხრივ, ბიგვავა აცხადებს, რომ ის არ გაუთავისუფლებიათ და პარტიიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო.  რაც შეეხება, პარტიებთან თანამშრომლობის საკითხს, ბიგვავა უარყოფს და აცხადებს, რომ ვისაც აღნიშნულთან კავშირი აქვს ეს სწორედ პაპავაა.

"ცესკოში ჩემი მეუღლის დანიშვნაზე კი მინდა გითხრათ, რომ მსგავსი დირექტივა პარტიისგან მიივიღე. მითხრეს, ისეთი ადამიანი დანიშნე ვისაც ენდობიო და ამ შემთხვევაში ვენდე ჩემს მეუღლეს. მან შესაბამის გამოცდებიც ჩააბარა და პარტიაშიც ყველანარად ხელს უწყობდნენ. სხვათაშორის, კორცხელის შუალედურ არჩევნებში დაიცვა ჩვენი ინტერესები, მაშინ რატომ არ ჰქონდათ პრობლემა, თუ ეს მიუღებელი იყო", - თქვა ბიგვავამ.

გოგიტა ბიგვავა ზუგდიდის ორგანიზაცის თავმჯდომარის პოსტზე, თვითმმართველობის არჩევნების ჩემდეგ, 2014 წელს დაინიშნა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.