საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ახალი ანგარიშის მიხედვით,
ყოველწლიურად ჰაერის
დაბინძურებით გამოწვეული მიზეზების გამო მსოფლიო მასშტაბით 6,5
მილიონი ადამიანი იღუპება.
ექსპერტების მოსაზრებით, შესაბამისი ზომების მიღების გარეშე 2040
წლისთვის სიკვდილიანობის დონე 1 მილიონით გაიზრდება.
ამავე ანგარიშში მოყვანილი ცხრილის თანახმად, 2012 წლის მონაცემებით,
ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი
კოეფიციენტი საქართველოში დაფიქსირდა. მეორე ადგილზე ბულგარეთი,
მე-3-ზე კი ჩინეთია.
ამერიკულ საინფორმაციო პორტალ
www.vox.com-თან საუბარში
ექსპერტი ტიმ კოვაჩი ამბობს, რომ საქართველოს პირველი ადგილი
სატრანსპორტო სისტემის გაუმართაობის გამო უკავია.
"საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა არასაკმარისად არის
განვითარებული, შედეგად მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გადაადგილებისთვის
მეტწილად პირად ავტომობილებს იყენებს.
მანქანების უმრავლესობა საზღვარგარეთიდან შემოტანილი მეორადი
ავტომობილია, დიზელზე მომუშავე მანქანები საქართველოში ძალიან
პოპულარულია.
გარდა ამისა, ამჟამად საქართველოში არ მოქმედებს ავტომობილების
ვარგისიანობის შემოწმების სისტემა, რის შედეგადაც მანქანების
უმრავლესობა ტექნიკურად გაუმართავია ", – ნათქვამია
სტატიაში.
მასალის გამოყენების პირობები