გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური
კვლევის მიხედვით,
8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ქართულ ოცნებას" ხმას
გამოკითხულთა 22,4 %, "ნაციონალურ მოძრაობას" კი 21,7 % მისცემდა.
ამავე კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 7.8%-მა პაატა ბურჭულაძის
"სახელმწიფო ხალხისთვის" დაასახელა. 6.2% ფიქრობს, რომ 8 ოქტომბრის
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, ხმას "თავისუფალ
დემოკრატებს" მისცემს.
დანარჩენი პარტიების მონაცემები ასე გამოიყურება: "ლეიბორისტული
პარტია" - 2.8%, "პატრიოტთა ალიანსი - ირმა ინაშვილი" -
2.2%, "ნინო ბურჯანაძე -დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი
საქართველო" 1.6 %, "რესპუბლიკური პარტია" - 0.6 %, "ახალი საქართველო
-გიორგი ვაშაძე" - 0.5 %, პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" - 0.3 %,
"საქართველოს გზა - სალომე ზურაბიშვილი" - 0.2 %, "თავისუფალი
საქართველო - კახა კუკავა" - 0.2 %, "ეროვნული ფორუმის" მხარდაჭერა
0.1%, "ვეტერანების პარტია" 0.1%, ჯონდი ბაღათურიას "ქართულ დასსა" და
ლადო ბედუკაძის "ცენტრისტებს" - 0.1%.
არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ხმას არც ერთ პარტიას არ
მისცემდა 3.9%. პასუხის გაცემა 10.0%-მა არ ისურვა, ხოლო კატეგორია
"მიჭირს პასუხის გაცემა/ჯერ არ გადამიწყვეტია"- აირჩია 19.4 %-მა.
ორგანიზაციამ GFK კვლევა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაკვეთით
ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებს დამკვეთი ტელევიზია ავრცელებს. მათი
ინფორმაციით, სოციოლოგიური კვლევა საქართველოში 7 ივნისიდან 22
ივნისის ჩათვლით ჩატარდა და მასში 2 ათას 200-მა ადამიანმა მიიღო
მონაწილეობა.
მასალის გამოყენების პირობები