სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მედიასწავლება „ღირსეული პასუხი
2016“ მიმდინარეობს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მონაწილე რეპორტიორებმა
და ჟურნალისტებმა სამხედრო ბაზაზე დილიდან აქტიური სწავლება
გაიარეს.
კურსის ფორმატი მორგებულია ჟურნალისტთა საქმიანობის რიტმს. მის
ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა სახის პრესკონფერენცია და აქ მონაწილე
ჟურნალისტებს და ოპერატორებს ინფორმაციის მოპოვება და დახარისხება
მოუწევთ.
სწავლების „გამთამაშებლები“ საინფორმაციო ველში რეალობასთან
მაქსიმალურად მიახლოებულ სიტუაციებს, ასევე ტექნიკური და
შინაარსობრივი ხასიათის ბარიერებს შექმნიან, ხოლო სწავლების
მონაწილეებს აქტიური საინფორმაციო და კონვენციური ომის მიმდინარეობის
მოდელირებისას, შესაბამისი უნარ-ჩვევების დახვეწისა და კვალიფიკაციის
ამაღლების საშუალება ექნებათ.
სენაკის სამხედრო ბაზაზე მედიის წარმომადგენლები 5 დღიან კურსს
გაივლიან.
მასალის გამოყენების პირობები