რეგიონი
პრემიერმა აბაშისწყალში დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა
მთავრობის მეთაური სოფელ თამაკონში იმყოფებოდა, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დასავლეთ საქართველოში, მასშტაბურმა სტიქიამ არაერთი რეგიონი დააზარალა, დაანგრია ხიდები, ჩარეცხა გზები, დატბორა სავარგულები და დახოცა მსხვილფეხა პირუტყვი.

"ძალიან დიდი ზარალია. შექმნილია სპეციალური კომისია, რომელმაც ზარალის დათვლა უკვე დაიწყო. რაც მთავარია, აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. ხვალიდან შემოვა შესაბამისი ტექნიკა და მაქსიმალურად დავახმართ დამატებით, გამარტივებული შესყიდვით შევისყიდით ყველა ამ სამუშაოს და ლოდინი საჭირო არ იქნება".

მან, ასევე მიუსამძიმრა მდინარე აბაშაშისწყალში დაღუპული 16 წლის მიხეილ ბერიშვილისა და მაშველ ელგუჯა ჯამრიშვილის ოჯახებს. ის ახალგაზრდის დახმარებას ცდილობდა,რა დროსაც დაიღუპა. 

პრემიერ-მინისტრთან ერთად, სოფელ თამაკონში, ვიცე-პრემიერი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია და მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ალავიძე იმყოფებოდნენ.

დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, ძლიერი წვიმისა და სტიქიის გამო, შესაბამისი სამსახურები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.