პრემიერ-მინისტრი: ღვთისმშობლის კვართი დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს (ვიდეო)
14:47 / 15.07.2016
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ზუგდიდში,
ღვთისმშობლის მშენებარე საკათედრო ტაძარში,
ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გამართულ საზეიმო წირვას
დაესწრო. მან მოქალაქეებს ვლაქერნობის დღესასწაული მიულოცა და
აღნიშნა, ის ფაქტი, რომ საქართველოში ღვთისმშობლის სამოსელი ასვენია,
თითოეულ მოქალაქეს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს.
"დღევანდელი დღე მინდა მივულოცო მთელ საქართველოს, საქრისტიანოს და
განსაკუთრებით სამეგრელოს. ხალხს მშვიდობა და უკეთეს ხვალინდელ დღეს
ვუსურვებ. ღვთისმშობლის კვართი დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ყველა
ჩვენთაგანს, რომ ვიყოთ ღირსი, ვიყოთ საქართველოს შვილები", - აღნიშნა
მან.
ვლაქერნობა 1990 წლიდან აღინიშნება, თუმცა, მან, მასშტაბური სახე 2007
წლიდან მიიღო. 15 ივლისი პატრიარქმა ილია მეორემ სახალხო დღესასწაულად
გამოაცხადა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები