თურქეთის ხელისუფლებამ თურქეთ -სირიის საზღვარზე უსაფრთხოების კედლის აღმართვის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლის, ხაიატი იაზიჯიმის განცხადებით, კედლის სიგრძე დაახლოებით 2,5 კმ იქნება, ის ეკლიანი მავთულხლართით დაიფარება და მასზე სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება. მინისტრის თქმით, კედელი საზღვრის არალეგალური გადაკვეთის შემთხვევებს შეამცირებს.
http://www.interfax.ru/news.asp?id=308471
მასალის გამოყენების პირობები