საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ შეიცვლება და არ დაბრუნდება
მიზნობრივ
ჯანდაცვაზე. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, დღეს არის
სამი წლის განმავლობაში ჯანდაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმების
ერთიანად შეფასების საშუალება, ყველაზე უფრო ავტორიტეტული
ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და
მსოფლიო ბანკი.
„მათ აქვთ ძალიან ნათელი, აღქმადი გზავნილები, რომლებიც არის ორი
მიმართულებით. პირველი, რომ რეფორმა სწორია და მიმართულება, რომელიც
ჯანდაცვის სისტემას აქვს აღებული, სწორია. ძირითადი მაჩვენებლები
მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. რჩება გამოწვევები, რომელზეც ჩვენ
გვექნება ძალიან დეტალური განხილვა“, - აღნიშნა მან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული
კვლევის შედეგების მიხედვით, გაიზარდა სახელმწიფო ხარჯებით
დაფინანსებული სერვისების არიალი: 2012 წელს 41% იყო , 2015 წელს -
95% , შემცირდა ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდების წილი: 2012 წელს - 65%
იყო, 2014- 57%.
მასალის გამოყენების პირობები