სმენადაქვეითებულ ბავშვთა უფლებებზე ზუგდიდში იმსჯელეს (ვიდეო)
14:32 / 25.07.2016
რეგიონულ შეხვედრაზე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების
წარმომადგენლებმა
სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობის
საქმეში არსებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს. მუნიციპალიტეტის გამგეობის
შენობის სხდომათა დარბაზში მათ პროექტის ძირითადი მიზნები და
ამოცანები წარადგინეს.
შეხვედრაში მონაწილეობას სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონის
ხელისუფლების, ადგილობრივი სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების
წარმომადგენლები და პროექტის ბენეფიციარები იღებდნენ.
პროექტის ძირითადი საქმიანობები სამი წლის განმავლობაში თბილისში,
აჭარის , სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში განხორციელდება. სამიზნე
ჯგუფებს სმენადაქვეითებული ბავშვები , მათი მშობლები და ოჯახის
წევრები, ცენტრალური და რეგიონალური ჯანდაცვის ხელისუფლება ,
სამედიცინო პერსონალი , სამოქალაქო , საზოგადოებრივი და სხვა
დაინტერსებული ორგანიზაციები წარმოადგენენ.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და "ველფეარ ფაუნდეიშენთან"
ერთად მას სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები "სთეფ ფორვარდი",
"თაირისი" და "თანაზიარი" ახორციელებენ.
პროექტის ასოცირებული პარტნიორები დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, აუდიოლოგიის ეროვნული
ცენტრი და ლენჰარდტის ფონდი არიან.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები