მცენარეული ცხიმის შემცველ პროდუქტებზე "მსგავსი" ტერმინების გამოყენება იკრძალება
1-ლი აგვისტოდან რძის ტექნიკური რეგლამენტი სრულად ამოქმედდება და
ნაწარმზე,
რომელიც მცენარეულ ცხიმს შეიცავს, რძის პროდუქციის მიმსგავსებული
ტერმინების - "მსგავს" და "ებრი" - გამოყენება აიკრძალება.
რძის ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 2015 წლის 1-ელ აგვისტოს შევიდა,
თუმცა, მწარმოებლებს ერთწლიანი საშეღავათო პერიოდი დაუდგინდათ, რაც
ეტიკეტზე რძის ნაწარმის მიმსგავსებული ტერმინების გამოყენებას
ითვალისწინებდა.
რეგლამენტი მიზნად ისახავს რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი
პროდუქტის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე
რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა
უფლებების დაცვას.
მასალის გამოყენების პირობები