გამოცდების ეროვნული ცენტრი ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს
და ბოდიშს უხდის აბიტურიენტებს სამუშაო პროცესში
წარმოქმნილი გაუგებრობის გამო.
,,23 აგვისტოს, საღამოს, ამ პროცესის მიმდინარეობისას, მოკლე ტექსტური
შეტყობინების სერვისის გამორთვამდე, აბიტურიენტები, რომლებიც
აგზავნიდნენ საკუთარ კოდს ნომერზე 93333, ქულებთან ერთად იღებდნენ იმ
მომენტისათვის სისტემაში არსებულ დამატებით ინფორმაციასაც.’’
გუშინდელი ცნობები უნივერსიტეტში ჩარიცხვისა და დაფინანსების შესახებ
მცდარი აღმოჩნდა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები
მონაცემების დამუშავების დასრულებისთანავე, სავარაუდოდ, 25 აგვისტოს
გამოქვეყნდება.
მასალის გამოყენების პირობები