პარიზში ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზაციის წინააღმდეგ გამართულ აქციაში, ორგანიზატორების შეფასებით, მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
აქციის დასრულების შემდეგ, ულტრამემარჯვენე აქტივისტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა. არეულობის 100-მდე მონაწილე დააკავეს. სხვა ექსცესებს აქციაზე ადგილი არ ჰქონია.
ეს პირველი მასშტაბური საპორტესტო აქციაა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა, 18 მაისს ერთსქესიანი ქორწინებების შესახებ კანონს მოაწერა ხელი, რომელიც ასეთ წყვილებს ბავშვის შვილად აყვანის უფლებასაც აძლევს.
საფრანგეთი ევროპაში მეცხრე და მსოფლიოში მე-14 ქვეყანა გახდა, რომელმაც ერთსქესიანი ქორწინებები დააკანონა.
თუმცა, ფრანგებმა ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას მაინც ვერ მიაღწიეს. გასულ სამშაბათს უკიდურესად მემარჯვენე ისტორიკოსმა, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში თავი მოიკლა, სიკვდილის წინ მან ბარათი დატოვა, რომელშიც დაწერა, რომ გმობს ერთსქესიან ქორწინებას.
მასალის გამოყენების პირობები