დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციამ
,,ლიდერთა კლუბმა’’ პრესკონფერენცია ჩაატარა,
რომელიც ახორციელებს პროექტს
,,TOP Leaders Club’’. აღნიშნული პროექტის მიზანია სამეგრელოში
მცხოვრები ლიდერული უნარ-ჩვევების მქონე ახალგაზრდების
გაერთიანება.
,,ჩვენი ძირითადი მიმართულება იქნება არაფორმალური განათლება, ჩვენი
ძირითადი საქმიანობის სფერო იქნება საჯარო ლექციები, რომელიც შეეხება
- პოლიტიკას, კულტურას, ხელოვნებას, სპორტს, ასევე იქნება ფორუმები,
პროექტბი, რომელშიც არჩეული ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას,’’-
აღნიშნა გიორგი ლაგვილავამ.
ამ პროექტის ფარგლებში მოხდება ახალგაზრდა ლიდერების ჩართულობა. ისინი
შეძლებენ თვითრეალიზებას და განვითარებას, რაც გააქტიურებს რეგიონში
მცხოვრებ ახალგაზრდებს.
ნებისმიერ მსურველს 29 აგვისტოს ჩათვლით, მეთერთმეტე კლასიდან 25 წლის
ჩათვლით ახალგაზრდას შეუძლია CV-ს გაგზავნა არასამთავრობო
ორგანიზაციის ,,ლიდერთა კლუბის’’ ელექტრონულ ფოსტაზე, რომელიც
მითითებულია მათ
facebook
გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები