17 მაისის მოვვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და წმ. იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიასთვის მღვდელმოქმედების შეჩერების საკითხს საპატრიარქო მათთვის ბრალის დამტკიცების შემთხვევაში განიხილავს. სასულიერო პირების მიმართ გამოძიება შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე სსკ-ის 161-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
საპატრიარქო მათთვის მღვდელთმოქმედების შეჩერების საკითხზე მას შემდეგ იმსჯელებს, რაც სამების ტაძრის არქიმანდრიტ ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და წმ. იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენის იოთამ (ირაკლი) ბასილაიას ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დასრულდება, ფაქტების შესწავლა და გამოკვლევა მოხდება.
მასალის გამოყენების პირობები