რეგიონი
ლიანა ისაკაძის ,,ღამის სერენადები’’ აფხაზეთთან ახლოს (ვიდეო)
ანაკლიის ციხე-სიმაგრეში, მსოფლიოში ცნობილი მევიოლინისა და დირიჟორის ლიანა ისაკაძის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიმართა.

„ღამის სერენადები“ 1982 წელს, მუსიკოსის ინიციატივით, აფხაზეთში, კერძოდ, ბიჭვინთაში დაარსდა, 1991წელს კი შეწყდა. რვა წლის წინ ფესტივალი ბათუმმა გააცოცხლა. სიმბოლურია, რომ ფესტივალი, რომელიც აფხაზეთში დაარსდა, წელს აფხაზეთთან ახლოს ჩატარდა. მისი სლოგანიც შესაბამისია – „ღამის სერენადები – ყველაზე ახლოს აფხაზეთთან“.

,,ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთთან ახლოს, ანაკლიაში შედგა ეს ფესტივალი. სულ მინდოდა ბიჭვინთაში დაბრუნება, ძალიან მიყვარს როგორც აფხაზეთი, ისე სამეგრელო და მთელი საქართველო. მე ვცხოვრობ პარიზში, მაგრამ გული და სული მუდამ აქ არის, ეს უნდა იცოდეს მთელმა საქართველომ,’’-აღნიშნა ისაკაძემ.

ანაკლიაში კლასიკური მუსიკის შედევრები ლიანა ისაკაძემ, მსოფლიო კამერულმა ანსამბლმა „ვირტუოზები“ და ცეზარ ალვარესმა შეასრულეს. მათ მუსიკის საშუალებით გადმოსცეს სევდა, ტკივილი და ის დანაკლისი, რაც აკავშირებს ქართველ ხალხს აფხაზეთთან.

„ღამის სერენადები“ ანაკლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით ჩატარდა. ფესტივალი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს, მუსიკა და ხელოვნება ერთგვარი ერთობის, სიყვარულის და მეგობრობის ხიდის როლს შეასრულებს. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იყო.



ამავე თემაზე:

"ღამის სერენადები" - ანაკლია ლიანა ისაკაძეს უმასპინძლებს 

ანაკლიაში ლიანა ისაკაძის „ღამის სერენადები“ ჩატარდება

გუბერნიის ადმინისტრაცია: ლიანა ისაკაძის კონცერზტე დასწრება თავისუფალი იქნება
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.