საზოგადოება
ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს ხელი სექტემბერში მოეწერება
პარიზში, საქართველოს საელჩოში, ლევილის შატოს მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემის დასკვნითი ნოტარიული ხელმოწერის წინა შემაჯამებელი სხდომა გაიმართა. მას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე თავმჯდომარეობდა. ინფორმაციას მინისტრის აპარატი ავრცელებს.

ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის ნოტარიულ აქტზე საბოლოო ხელმოწერის თარიღად სექტემბრის ბოლო დეკადა დასახელდა. ცერემონიალიც ლევილის შატოს მამულში გაიმართება.

სხდომა ხუთი საათი გაგრძელდა, მხარეებს შორის შეთანხმდა ლევილის გადმოცემის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებები და სხვა ტექნიკური დეტალები.

პარიზში გამართულ სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან - საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.