საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეროვნული გმირის წოდების მქონე პირის ხელფასის მინისტრების ხელფასებთან გათანაბრების ინიციატივით გამოდის.
პრეზიდენტმა სამხედრო პირების დაჯილდოებისას განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უახლოეს დღეებში შევა.
"ჩვენ გვაქვს ეროვნული გმირის წოდება. მინდა შემოვიტანო საკანონმდებლო ინიციატივა, რომ ეროვნული გმირის წოდების მქონე ადამიანს, სიცოცხლესა თუ სიცოცხლის შემდეგ, ჰქონდეს მინისტრის დონის ხელფასი. ამაზე მეტი ვის უნდა მივცეთ ხელფასი?! საქართველოში ყველაზე მეტი ხელფასი ეროვნულ გმირებს უნდა ჰქონდეთ", - აღნიშნა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები