საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღევანდელი მთავრობის სხდომა მილოცვით
დაიწყო.
„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. აფხაზური ენა, ქართულთან ერთად,
აფხაზეთის ტერიტორიაზე არის სახელმწიფო ენა. მინდა
მივულოცო არა მხოლოდ აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებს,
არამედ მთელ საქართველოს. დიდი იმედი მაქვს, მოვიშუშებთ იარებს და
ყველანი ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ, მშვიდობიან
ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები