Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/images-stories-04-2013-vere-palace-300x199.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/images-stories-04-2013-vere-palace-300x199.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/images-stories-04-2013-vere-palace-300x199.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/images-stories-04-2013-vere-palace-300x199.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
შეხვედრა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან
დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას, ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები - თენგიზ შერგელაშვილი და შოთა მურღულია, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილეები. ასევე, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება 2013 წლის პირველი კვარტლის ანგარიში, ასევე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები რეგიონების მიხედვით. „2013 წელს 180 მლნ ლარით მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განხორციელდეს“– განაცხადა რეგიონალური განვითარების მინისტრმა დავით ნარმანიამ. რეგიონალური განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ძირითადი პრიორიტეტები შემდეგნაირად ნაწილდება: გზების რეაბილიტაცია, წყალმომარაგება, ნაგავსაყრელი და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების გადახურვა. სამეგრელო–ზემო სვანეთიდან 2013 წელს განსახორციელებლად სულ 103 პროექტია წარდგენილი აქედან, 27–გზების დაგება რეაბილიტაცია; 14 –ხიდების აღდგენა; 24 წყალგაყვანილობა და საკანალიზაციო მილების აღდგენა; 19– ნაპირსამაგრი სამუშაოები; 19 – სხვადასხვა, შერეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები. რადიო „ათინათის“ კითხვაზე შეიქმნება თუ არა სპეციალური კომისია, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროექტით განხორციელებულ სამუშაოების ხარისხს მონიტორინგს გაუწევს? რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მინისტრის, მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა განაცხადა რომ, მშენებლობის ხარისხზე მონიტორინგს უშუალოდ სამინისტრო განახორციელებს და დამატებით კომისია არ შეიქმნება. დაფინანსდება თუ არა ზუგდიდის ყინულის სახლი რეგიონალური განვითარების ფონდიდან? „ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება და განვითარება, თუმცა ამ დროისთვის მიმდინარეობს დოკუმენტების მომზადება, მთავარია პროექტი ძველი გაანგარიშებით განხორციელდეს. ზუგდიდის გამგეობა როგორც კი წარმოადგენს ყველა საჭირო დოკუმენტს სადაც განისაზღვრება საჭირო თანხები, ჩვენი სამინისტრო შეეცდება რომ აღნიშნული პროექტი ნაწილობრივ დააფინანსოს",- განაცხადა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულიამ. იგეგმება თუ არა თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო ღონისძიების ჩატარება და ამ პროცესში მოსახლეობა რამდენად იქნება ჩართული? „ამ კუთხით ძირითადი მიმართულება ადგილობრივ მედიასთან ურთიერთობა იქნება, ასევე გამოვიყენებთ ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა საშუალებებს მოქალაქეების ინფორმირებისათვის. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამას ამ კუთხით სამინისტროში არაფერი იგეგმება",-განაცხადა, მინისტრის, მოადგილე თენგიზ შერგელაშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.