საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს
მართმადიდებელი ეკლესიის დეეგაციასთან ერთად,
18 ნოემბერს რუსეთში მიემგზავრება. იგი 18-24 ნოემბერს, რუსეთის
პატრიარქის კირილეს 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ
ღონისძიებებშიმიიღებს მონაწილეობას.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე
გერასიმემ განუცხადა, პატრიარქის იუბილე გიორგობის დღესასწაულს
ემთხვევა, ამიტომაც ილია მეორე მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის
ტაძარში აღავლენს წირვას.
"ეს ძალიან დიდი სიხარული იქნება მათთვის, თანადგომა, ნუგეში, ლოცვა-
კურთხევა პატრიარქისგან და მილოცვა წმინდა გიორგის დღესასწაულთან
დაკავშირებით", - აღნიშნა მეუფე გერასიმემ.
მასალის გამოყენების პირობები