შს სამინისტრო რეგიონებში ე.წ. "ჭკვიან კამერებს" დაამონტაჟებს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის პრევენციის, მომხდარ
დანაშაულზე ოპერატიული რეაგირების, ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების გამოვლენისა და აღკვეთის, ასევე, სატრანსპორტო
ნაკადების მართვის და უტყუარი მტკიცებულებების მოპოვების
უზრუნველსაყოფად, პროექტის "უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი,
უსაფრთხო ქვეყანა" დაიწყო. ინიციატივა ამავე უწყების მინისტრს
გიორგი მღებრიშვილის ეკუთვნის.
შსს-ს ცნობით, პროექტის მიზანია პოლიციის საქმიანობაში მაღალი
ტექნოლოგიების როლის გაზრდა და დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება.
მას შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი
ახორციელებს, რომელიც 2016 წლის 4 ოქტომბერს გაიხსნა და შსს-ს
ტექნოლოგიების ცენტრალიზებულ ჰაბს წარმოადგენს.
ახალი პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, მთელი ქვეყნის
მასშტაბით, პოლიციის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში,
ვიდეოანალიტიკური პროგრამებით აღჭურვილი ე.წ. "ჭკვიანი
კამერების" დამონტაჟება, მათი ჩართვა შს სამინისტროს
ერთიან ქსელში და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მიერ
ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით აღნიშნული კამერების
უწყვეტი მონიტორინგი.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ პროექტის განხორციელებაში დიდ
მნიშვნელობას ანიჭებენ ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების
ჩართვას. ამ მიზნით, შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის
თანამშრომლებმა, საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი
მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან საკონსულტაციო შეხვედრები
გამართეს. შეხვედრებზე მხარეებმა პროექტის განხორციელების პროცესში
თავიანთი შესაძლებლობები განიხილეს და ერთობლივ ღონისძიებებზე
შეთანხმდნენ.
მასალის გამოყენების პირობები