რეგიონი
ილია მეორე - კიდევ უფრო გავაძლიეროთ ძალისხმევა ურთიერთგაგების ატმოსფეროს შესაქმნელად
ურთიერთპატივისცემა ჩვენი ერების თვისებაა. ამის ნათელი დადასტურებაა თუნდაც ჩვენთან არსებული სხვა და სხვა რელიგიის სამლოცველოები, ახლად აშენებული და ძველიც, - ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის საერთაშორისო კონფერენციაზე „რელიგიური ტოლერანტობის ტრადიციები კავკასიაში და აზერბაიჯანის მულტიკულტურულიზმის მოდელი” მონაწილეებისადმი მისასალმებელ სიტყვაში.

ილია მეორემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ჩვენი ქვეყნის თანადგომისთვის, ხოლო ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარეს, ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს მისი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა.

,,საქართველო და აზერბაიჯანი მულტიკულტურული, მრავალეთნიკური სახელმწიფოებია და თავის თავში მოიცავენ კავკასიის თითქმის ყველა ეთნო-რელიგიურ ჯგუფს, რომელნიც მშვიდობიანად თანაარსებობენ ჩვენს ქვეყნებში და მათი სიკეთეებით სარგებლობენ; მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზოგადად პრობლემები არ არის.

დღეს ბევრს ლაპარაკობენ სიტყვის თავისუფლებაზე, რაც ურწმუნო და კადნიერ ადამიანს აძლევს საშუალებას, შეურაცხყოფა მიაყენოს როგორც ამა თუ იმ პიროვნებას, ისე მორწმუნეთა რელიგიურ გრძნობებს. მართალია, აღიარებულია, რომ გამოხატვის თავისუფლება სხვათა უფლებების შეზღუდვას არ უნდა იწვევდეს, მაგრამ მრავალ ქვეყანაში ადამიანი მაინც სათანადოდ არ არის დაცული შეურაცხყოფისაგან, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის.

ჩვენ გვაქვს საუკუნეობით ჩამოყალიბებული ჩვენი ყოფა, ტრადიციები, რომელიც განსაზღვრავს ურთიერთობის კულტურასაც. 

თანამედროვე
მოთხოვნები ცხოვრების ჩვენეულ წესს უნდა შევუსაბამოთ, რომ არ მოვწყდეთ ფესვებს და ვიყოთ წინაპართა საუკეთესო ტრადიციების გამგრძელებელნი;

შევნიშნავთ იმასც, რომ მსოფლიოს სხვა და სხვა რეგიონში არსებული რელიგიური და ეთნიკური კონფლიქტები, ბუნებრივია, ჩვენს დიდ მწუხარებასა და შეშფოთებას იწვევს და გვიბიძგებს, კიდვ უფრო გავაძლიეროთ ძალისხმევა მშვიდობისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროს შესაქმნელად. ამიტომაც მეტად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ კონფერენციის ჩატარება. გამოვთქვამთ იმედს, რომ იგი დასახავს სწორ ორიენტირებს აღნიშნული პრობლემების გადაჭრისათვის.

კიდევ ერთხელ მივესალმები ყველას და გისურვებთ შედეგიან და წარმატებულ საქმიანობას”, - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისასალმებელ სიტყვაში, რომელიც საქართველოს საპატრიაქროს ვებგვერდზე გავრცელდა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.