ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზარალის დამთვლელმა სპეციალურმა
კომისიამ, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე,
მიყენებული ზიანის მოცულობები განსაზღვრა. ამ ეტაპზე 10 ოჯახს
ზარალი აუნაზღაურდა, დარჩენილი დაზარალებულები კი საჭირო
დოკუმენტებს აგროვებენ.- ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გადარიცხულმა თანხამ 6274 ლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ძლიერმა ქარმა, მიმდინარე
წლის ნოემბერში გარკვეული სახის პრობლემები შეუქმნა და რამდენიმე
ოჯახს საცხოვრებელი სახლის სახურავები ნაწილობრივ დაუზიანა.
მასალის გამოყენების პირობები