საზოგადოება
"რუსთავი2"-ის საქმე სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა
სახალხო დამცველი 2016 წლის ანგარიშში მედიასთან არსებულ პრობლემებზე წერს. უჩა ნანუაშვილი საარჩევნო წელს დაბალანსებულ მედიაზე საუბრობს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ  ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის პრობლემები მაინც დღის წესრიგში იდგა.

„მართალია, გასულ წელს მოხდა დარღვევები "რუსთავი2"-ის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო ეტაპზე, მაგრამ მიმდინარე წელს გრძელდებოდა სასამართლო პროცესი და საქმე გადაეცა უზენაეს სასამართლოს. ამდენად, ამ წელს ნაკლებად იყო ჩვენი მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით ის შედეგები, რომელიც შესწავლამ ცხადყო. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი ძალიან მალე მოგვარდება და შემდგომ ანგარიშებში საერთოდ აღარ იქნება საუბარი ასეთი სახის პრობლემებზე".

სახელისუფლებო გუნდი კი კონსტიტუციით დაცულ გამოხატვის თავისუფლებასა და საკუთრების თავისუფლებაზე საუბრობს და სასამართლოს გადაწყვეტილებას დალოდებას ურჩევს ყველას.

„კონსტიტუცია იცავს თანაბრად გამოხატვის თავისუფლებასა და საკუთრების უფლების, ასევე იცავს სასამართლო ხელისუფლების ჩაურევლობის პრინციპს. ან პრინციპების უნდა მივყვეთ და დაველოდოთ და მივცეთ სასამართლოს საშუალება მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება,“ - განაცხადა  უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.