საზოგადოება
ავტოიმპორტიორთა კავშირი: საავტომობილო სფეროში სერიოზული რეფორმაა გასატარებელი
ავტოიმპორტიორთა კავშირი იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზის გადასახადის ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მიმართვაში აღნიშნულია, რომ საავტომობილო სფეროში სერიოზული რეფორმაა გასატარებელი და გამოთქმულია მზადყოფნა, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებთან, ისე საკითხით დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობაზე.

"მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ახალ და 5 წლამდე მეორად ავტომობილებზე არ იზრდება გადასახადი, უფრო მეტი ასაკის მეორად ავტომობილებზე მცირედით იზრდება, ხოლო მარჯვენა საჭიანებზე სამმაგდება.

შემოთავაზებული ცვლილებები უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია, დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან ამ სფეროში განსახორციელებელი რეფორმა წლების მანძილზე მკვდარი წერტილიდან არ იძვროდა. ამ ნაბიჯით კი. შეიძლება ითქვას. ყინული დაიძრა და იმედია, დაიწყება ყველა იმ აუცილებელი ღონისძიების განხორციელება, როგორიცაა ტექდათვალიერებისა და ეკოლოგიური ნორმების ეტაპობრივი შემოღება. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობის უსაფრთხოებასა და ეკოლოგიაში არსებული უმძიმესი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქონების გადასახადთან დაკავშირებით გვაქვს გარკვეული შენიშვნები. შემოთავაზებული პროექტით აშკარა უპირატესობა ენიჭება ძველ (10 წლის ზემოთ) ავტომობილებს და დისკრიმინაცია ხდება ახალი, თუნდაც მცირელიტრაჟიანი ავტომობილების, რაც ჩვენის აზრით პირიქით უნდა იყოს. ვფიქრობთ, რომ არ უნდა მოხდეს ძველი ავტომობილების ფლობის წახალისება. ვინაიდან როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ძველი ავტომობილები დიდ ზიანს აყენებენ როგორც ბუნებას, ასევე ადამიანის ჯანმრთელობას. იმედი გვაქვს ხელისუფლება გაითვალისწინებს ჩვენს აზრს და სამომავლოდ დღის წესრიგში აქტიურად დააყენებს საავტომობილო სფეროს რეგულირების საკითხს, რადგან იგი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.