სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლს ურჩევს,
ახალ წელს სახლში ხელოვნური ნაძვის ხეების ნაცვლად, ნერგი
შეიტანონ.
მრევლისადმი შესაბამისი მოწოდება ილია მეორემ დღეს, საკვირაო
ქადაგებაზე გააჟღერა და ნერგების გახარების მნიშვნელობაზე
ისაუბრა.
"მოდის ახალი წელი. ხშირ შემთხვევაში სახლებში შეაქვთ მკვდარი ნაძვის
ხე. სასურველია, რომ შეიტანოთ ნაძვის ნერგი", - განაცხადა
პატრიარქმა.
მასალის გამოყენების პირობები