თოვლისა და ლიპყინულის გამო,
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის
მონაკვეთზე,
დაუშვებელია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის
მოძრაობა.
ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის
ცაგერი-ბენიერის, ალპანა-ცაგერის გზის, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის
საავტომობილო გზის ორპირი-ნაქერალასა და ახალქალაქი-კარწახის თურქეთის
რესპუბლიკის საზღვრის მონაკვეთებზე კი, მისაბმელიანი
მანქანების გადაადგილება აკრძალულია, ხოლო დანარჩენი
სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების
საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
რაც შეეხება ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის
ტვიში-ალპანას მონაკვეთს, გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ, ამ ეტაპზე,
ნებისმიერი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები