შს სამინისტრო მართვის მოწმობის გამოცდის რამდენიმე ვარიანტზე მუშაობს
შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, უწყება
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების კუთხით რამდენიმე
ათეული
ქვეყნის გამოცდილებას გაეცნო. მისივე თქმით, დღეს არსებული
სისტემა შეცვლილი გამოცდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი
იქნება.
”გამოცდა მხოლოდ ერთ ქუჩაზე არ იქნება, ის ჩატარდება, ალბათ, ქალაქში.
ერთ-ერთი ვარიანტია, რომ ავტომობილები აღიჭურვოს კამერებით და
შესაბამისი ანალიტიკური პროგრამით, რომელიც ამას ყველაფერს
დააფიქსირებს“, - აღნიშნა მან.
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის სიახლეებზე მომავალში
პრეზენტაცია გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები