აბაშის მუნიციპალიტეტში 15 მეტრიანი ხიდი
მოსახლეობას საძოვართან და სასოფლო-სამეუნეო სავარგულებთან
აკავშირებს. მუნიციპალიტეტის გამგეობის
ცნობით, ადგილობრივების გარდა, ხიდით სოფლების - ძველი აბაშისა და
ნოოხაშის - მოსახლეობაც ისარგებლებს.
დასრულებული სამუშაოები აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა
კვიტაშვილმა და შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა
დაათვალიერეს.
პროექტის მთლიანი ღირებულება 14 446 ლარია და სამუშაოები შპს „აბაშის
საგზაო სამმართველომ“ შეასრულა.
მასალის გამოყენების პირობები