საია-ს ზუგდიდის ოფისში ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა (ვიდეო)
14:34 / 25.01.2017
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ზუგდიდის ოფისში პროექტის,
,,ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის
მსხვერპლთა დაცვის
მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის’’ პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი ითვალისწინებს ძალადობის მსხვერპლი ქალების სამართლებრივ
დახმარებას, საჭიროების შემთხვევაში, მათ თავშესაფარში
მოთავსებას.
,,ეს პროექტი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ თითოეულ მოქალაქეს, რომელიც
ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდება გაეწიოს არა მარტო სამართალებრივი
კონსულტაცია და შევუდგინოთ დოკუმენტები, არამედ მათ დავეხმაროთ
სასამართლოში ალიმენტთან დაკავშირებით, შვილის მიკუთვნილებასთან
დაკავშირებით, ასევე დამცავი და შემაკავებელი ორდენის გაცემასთან
დაკავშირებით,’’- აღნიშნა ,,საიას’’ ზუგდიდის ოფისის
ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ.
სერვისის ეფექტურობისთვის ონლაინ ბაზა შეიქმნება, სადაც მსხვერპლის
შესახებ ინფორმაციას შეიყვანენ. ამ ბაზის საშუალებით მას დროულ
დახმარებას აღმოუჩენენ. იგი ასევე გადამზადების კურსებსაც
გაივლის, რაც ხელს შეუწყობს მის დასაქმებას.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ
და მისი ხანგრძლივობა 24 თვეა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები