რეგიონი
სერგეენკომ ზუგდიდში C ჰეპატიტის ცენტრის მშენებლობის დასრულება ათ დღეში მოითხოვა (ვიდეო)
ზუგდიდში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ახალაშენებული C ჰეპატიტის მართვის ცენტრი დაათვალიერა. ის პირადად გაეცნო იქ არსებულ მდგომარეობას და სამშენებლო ოგანიზაციის წარმომადგენლებს შენიშვნები მისცა. მან ხარვეზების გამოსასწორებლად სამშენებლო კომპანიას 10 დღიანი ვადა დაუწესა.

,,ხელშეკრულებში ცალსახად იყო ნათქვამი, რომ ნოემბრში უნდა დასრულებულიყო. მე ახლა ვუყურებ და ჩემი მონიტორინგიც იმას აფიქსირებს, რომ არის ხარვეზები. პირველი ვერსია ის არის, რომ ზუგდიდის კლიმატის ბრალია თურმე, რომ ლინოლეუმი ამოიბერა. ძალიან რთულია ასეთ რაღაცეებზე რეაგირება. ამიტომ გადაწყვეტილება ესეთია, ან ათ დღეში ასრულებენ მშენებლობას და გვაბარებენ ობიექტს ან კონტრაქტი წყდება და დასრულებაზე უკვე ჩვენ ვიზრუნებთ,’’-განაცხადა მან.

თავის მხრივ, სამშენებლო ორგანიზაციის ,,ენკის’’ ხელმძღვანელის რევაზ ნაჭყებიას თქმით, ის დათქმულ ვადაში ხარვეზის გამოსწორებას შეძლებს.

,,არის უმნიშვნელო ხარვეზები, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გამოვასწორებთ,’’- აღნიშნა ნაჭყებიამ.

C ჰეპატიტის მართვის ცენტრის მშენებლობაზე 1 მილიონ ორას ლარამდე დაიხარჯა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.