31 იანვარს, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ძლიერი ყინვა
იქნება. გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ჰაერის
ტემპერატურა
-5-დან -25 გრადუსამდე დაეცემა.”დასავლეთ საქართველოს დაბლობ
რაიონებში ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა -5, ზოგან -10, აღმოსავლეთ
საქართველოს ბარში -13, -16, მთიან რაიონებში -15, -18, მაღალმთაში
-22, -25, დედაქალაქში -6, -8 გრადუსამდე დაეცეს. სუბტროპიკულ ზონაში
ძლიერმა აცივებამ შესაძლებელია ციტრუსოვანი, განსაკუთრებით ლიმონის
ნარგავების დაზიანება გამოიწვიოს”, - აღნიშნულია
ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები