დედამიწის საათთან დაკავშირებულ აქციას, რომელიც გარემოს დაცვას
ემსახურება, 172 ქვეყნის 7 ათასამდე ქალაქი შეუერთდა. აქციის
ფარგლებში ერთი საათით ჩაბნელდა ეიფელის კოშკი,
ათენის აკროპოლისი, ლონდონის ბიგბენი, დუბაის ცათამბჯენი - ბურჯ
ხალიფა, ნიუ-იორკის ცნობილი ხიდი და სხვა ცნობილი
შენობა-ნაგებობები.
მსოფლიოში უდიდეს აქციას საქართველოც შეუერთდა და ამით
პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერა
გამოხატა.
მასალის გამოყენების პირობები