საზოგადოება
ქუთაისის აეროპორტში ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავად მგზავრებს სიურპრიზები დახვდებათ
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ევროპასთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით საგანგებო სამზადისი დაიწყო. ეწყობა სპეციალური დეკორაციები, მგზავრებს კი სიურპრიზები და საჩუქრები ელოდებათ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ქეთევან ალექსიძის თქმით, დამატებულია სარეგისტრაციო დახლები და ერთი გასასვლელი. ამასთან, რეგისტაციის გასამარტივებლად გარკვეული პროცედურებიც დაინერგა.

,,ჩვენ მნიშვნელოვანი კარი გვეხსნება ევროპაში. ეს არ არის მარტო მოგზაურობა, ეს არის რეგიონი, საიდანაც შეგვიძლია ძალიან კარგი პრინციპები შემოვიტანოთ და ხელი შევუწყოთ საქართველოს განვითარებას. ჩვენ გავაკეთეთ გარკვეული ინფრასტრუქტურული რეკონსტრუქციები, რათა მგზავრთა გაზრდილ ნაკადს შევხვედროდით მომზადებული”, - განაცხადა ალექსიძემ.

უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ 28 მარტს ფრენები ბუდაპეშტის, სალონიკის, ლარნაკას და ვარშავის მიმართულებით განხორციელდება.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაციას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა. საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში გამგზავრება უვიზოდ მარტის ბოლოდან შეეძლებათ.

ამავე თემაზე:

ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.