რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ლუდმილა პუტინამ განაცხადეს რომ მათი ქორწინება დასრულდა. ხუთშაბათს საღამოს რუსეთის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად ბალეტ "ესმერალდას" წარმოდგენას დაესწრო. ბალეტის შემდეგ მათ ინტერვიუ მისცეს ტელეარხ "როსია 24"-ის კორესპონდენტს. ჟურნალისტის კითხვაზე ნიშნავს თუ არა ეს გაყრას ლუდმილა პუტინამ უპასუხა: "დიახ, შეიძლება ითქვას, რომ ეს ცივილიზებული გაყრაა".
ლუდმილა პუტინა სპეციალობით ფილოლოგი-რომანისტი, ფლობს გერმანულ, ესპანურ და ფრანგულ ენებს და არის რუსული ენის განვითარების ცენტრის ინიციატორი.
მასალის გამოყენების პირობები