შავ ზღვაში ჩაძირულ გემზე ერთ-ერთი მეზღვაური საქართველოს მოქალაქეა
შავ ზღვაში, ქერჩის სრუტესთან შტორმის შედეგად პანამის დროშის ქვეშ
მცურავი, სატვირთო გემი ჩაიძირა. წინასწარი ინფორმაციით, ეკიპაჟის 12
წევრიდან 5
წევრის გადარჩენა მოხერხდა, 7 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
რუსული მედიის ცნობით, ბორტის წევრებს შორის 9 უკრაინის
მოქალაქეა, ორი - რუსეთის, ერთი კი - საქართველოს.
გავრცელებილი ცნობით, სატვირთო გემი რუსეთის ქალაქ აზოვის პორტიდან
თურქეთისკენ მიემართებოდა და და ხორბალი გადაჰქონდა.
მასშტაბური სამაშველო ოპერაცია შავ ზღვაში ამ წუთებშიც
მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები