საზოგადოების მიერ თვითორგანიზებული საქართველოს ეროვნული სამოსის დღე
ზუგდიდში მეორედ აღინიშნა. ადგილობრივმა შემსრულებლებმა
დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ფოლკლორული
სიმღერები და ქართული ცეკვები წარმოადგინეს. ღონისძიების
ორგანიზატორის დავით აქუბარდიას თქმით, ეროვნული სამოსის დღის
აღნიშვნა მნიშვნელოვანია და საინიციატივო ჯგუფმა პარლამენტს ამ დღის
ოფიციალურად გამოცხადების მოთხოვნით უკვე მიმართა.
„აღსანიშნავია, რომ ეს დღე საქართველოს სხვადასხვა ქალაქების გარდა,
ევროპისა და აშშ-ს რამდენიმე ქალაქში გაიმართა“, - თქვა
აქუბარდიამ.
ეროვნული სამოსის დღის აღნიშვნას მსოფლიო ჩემპიონი კიკბოქსინგში დავით
ქირიაც შეუერთდა. მისი თქმით, ეს დღე ოფიციალურ დღესასწაულად უნდა
გამოცხადდეს და ის ყოველ წელს უნდა აღინიშნოს.
„ ჩემს ნებისმიერ გამოსვლაზე მსოფლიო მასშტაბით ჩოხით გამოვდივარ და
ვცდილობ მაქსიმალურად წარმოვაჩინო ჩემი ქვეყანა“ - აღნიშნა დავით
ქირიამ.
ღონისძიებები საქართველოს 25 და სხვადასხვა ქვეყნის 12-მდე ქალაქში
გაიმართა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები