ჩინეთის ელჩი: ქართული ჩაისთვის ყველაზე დიდი ბაზარი ჩინეთი იქნება (ვიდეო)
10:51 / 19.05.2017
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ჩინეთის ელჩს ძი იენჩის შეხვდა.
ლევან შონიამ დიპლომატს რეგიონის პოტენციალი
ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და ენერგეტიკის კუთხით გააცნო.
,,მიხარია, რომ ჩვენმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის
შესახებ შეთანხმებას. ისეთი ძლიერი ქვეყნის თანადგომა, როგორიც
ჩინეთია უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის,’’- აღნიშნა შონიამ.
ძი იენჩიმ ქართულ მხარეს ჩინეთიდან ინვესტორების მოზიდვაში დახმარება
აღუთქვა. მისი თქმით, ქართული ჩაისთვის ყველაზე დიდი ბაზარი ჩინეთი
იქნება.
„დღეს მომეცა შესაძლებლობა დამეგემოვნებინა ჩინური ტექნოლოგიით
მომზადებული ქართული მწვანე ჩაი. თქვენი რეგიონისთვის ძალიან
მნიშვნელოვანია ქართული ჩაის კულტურის აღდგენა, რაშიც ჩინური კომპანია
თავის წვლილს შეიტანს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოში
წარმოებული ჩაისთვის ყველაზე დიდი ბაზარი იქნება ჩინეთი. რადგანაც
ჩინეთის მილიარდ 400 მილიონიანი მოსახლეობა სრულად შეძლებს რეალიზაცია
გაუწიოს აქ წარმოებულ ჩაის,’’- განაცხადა ელჩმა.
ჩინური დელეგაციის წარმომადგენლებმა წალენჯიხაში ქართულ-ჩინური ჩაის
საწარმო დაათავლიერეს.
ცნობისთვის, წალენჯიხაში წარმოებული ქართული ჩაი ჩინურ ბაზარზე მეორე
წელია იყიდება. ჩაის კომპანია „ლაზში“ ჩინელმა ინვესტორებმა, პირველი
ეტაპისთვის 80 ათასი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს. „ჭეძანის
რანრანის ბიოტექნოლოგიური კომპანია“ სამომავლოდ ინვესტიციების გაზრდას
და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას გეგმავს.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები