არტ-გალერეაში ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის 105 წლის იუბილე
აღნიშნეს. ღონისძიებაზე ზუგდიდის მერიამ
სამი ღვაწლმოსილი ბიბლიოთეკარი: ნორა იოსავა, ბაბუცა უღრელიძე და
ლიანა ქარჩავა მადლობის სიგელით დააჯილდოვა. მათ სიმბოლური საჩუქრები
მერის მოადილემ კობა ჯიქიამ გადასცა.
„წელს მეორედ აღვნიშნავთ ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის იუბილეს.
ვფიქრობ, როცა ჩვენ დავაფასებთ პენსიაზე გასულ ადამიანებს და მათ
ღვაწლს, ბუნებრივია, ეს იქნება სტიმული დღეს მომუშავე
ბიბლიოთეკარებისთვის,’’- თქვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის
კულტურის სამსახურის უფროსმა ზამირა ღადუამ.
ბიბლიოთეკის დირექტორის მანანა გვარამიას ინფორმაციით, წელს
ცენტრალური ბიბლიოთეკის საცავების რეაბილიტაცია დაიწყება, ხოლო
მომავალ წელს მას ახალი ფილიალიც დაემატება.
ღონისძიება ზუგდიდის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით
ჩატარდა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები